სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი ექვთიმე თაყაიშვილის  სახლ –მუზეუმი.




პროექტის მთავარი იდეა: განუვითაროს მოსწავლეებს თავისი მშობლიური კუთხის სიყვარული და აზიაროს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.

მნიშვნელობა და აქტუალობა:
შეისწავლონ ინფორმაციის მოპოვების გზები,რომელიც დაეხმარებათ მიღებული ცოდნის გაღრმავებაში.

მიზნები და შედეგები:
შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი სახლ–მუზეუმის ადგილ–მდებარეობა.

მოსწავლეთა ასაკი: 8–9 წ.

ვადების ხანგრძლივობა: 1–კვირა

მოსალოდნელი შედეგები:
ისწავლონ ექსკურსიაზე ქცევის წესები, ინფორმაციის შეგროვება და საჭიროების  მიხედვით დახარისხება. შეაგროვონ სურათები, მოაწყონ გამოფენა.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
საჭირო ლიტერატურის შეგროვება,ტრანსპორტი,ვიდეო–კამერა,ფოტო–აპარატი.




პროექტის მსვლელობა [ძირითადი  აქტივობები]
1.მოიძიონ მასალები ექვთიმეს შესახებ.
2.შეისწავლონ ის სოფელი, სადაც გაატარა ბავშვობა.
3.ამის შემდეგ ვემზადებით  ექვთიმეს სახლ–მუზეუმში წასასვლელად.




ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული
III -კლასის მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ამოიცნობს თემას:
  • ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს,[სათაურს, ილუსტრაციას,წარწერას,პირობით ნიშანს,რუბრიკას,აბზაცების რაოდენობას,სქემასა და სხვა]
  • ამოიცნობს რომელ რუბრიკაში,ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია.
  • ამოიცნობს ილუსტაციის ქვემოთ მოცემული წარწერის შინაარს.
  • ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას [ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა]
  • ტექსტში ეძებს პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას.
  • ამოიცნობს ტექსტში მოცემულ  სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს.
  • ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს  დასკვნები.
პროექტის ხელ– ლი: ინგა ცერცვაძე

ხელ –ლის  ელ–ფოსტა. cercvadzeinga@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий