პროექტის მთავარი იდეა: განუვითაროს მოსწავლეებს
თავისი მშობლიური კუთხის სიყვარული და აზიაროს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
მნიშვნელობა და აქტუალობა:
შეისწავლონ ინფორმაციის მოპოვების გზები,რომელიც დაეხმარებათ
მიღებული ცოდნის გაღრმავებაში.
მიზნები და შედეგები:
შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი
სახლ–მუზეუმის ადგილ–მდებარეობა.
მოსწავლეთა ასაკი: 8–9 წ.
ვადების ხანგრძლივობა: 1–კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
ისწავლონ ექსკურსიაზე ქცევის წესები, ინფორმაციის შეგროვება
და საჭიროების მიხედვით დახარისხება. შეაგროვონ
სურათები, მოაწყონ გამოფენა.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
პროექტის მსვლელობა [ძირითადი აქტივობები]
1.მოიძიონ მასალები ექვთიმეს შესახებ.
2.შეისწავლონ ის სოფელი, სადაც გაატარა ბავშვობა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული
III -კლასის
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში
ინფორმაციის მოძიება გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ამოიცნობს თემას:
- ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს,[სათაურს, ილუსტრაციას,წარწერას,პირობით ნიშანს,რუბრიკას,აბზაცების რაოდენობას,სქემასა და სხვა]
- ამოიცნობს რომელ რუბრიკაში,ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია.
- ამოიცნობს ილუსტაციის ქვემოთ მოცემული წარწერის შინაარს.
- ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას [ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა]
- ტექსტში ეძებს პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას.
- ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს.
- ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.
პროექტის ხელ–
ლი: ინგა ცერცვაძე
ხელ –ლის ელ–ფოსტა. cercvadzeinga@gmail.com